საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ლატვიური შეკრება დასასრულს უახლოვდება და ფეხბურთელები უკვე ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დღეებს და საათებს ითვლიან. “თითქოს, დრო ნელა გადის, არადა ძალიან გვინდა, უკვე პირველი თამაში იყოს“, – ამბობენ ნაკრების წევრები.
14 ივლისის შემდეგ, ორჯერადი ვარჯიშები შეწყდა, ამდენად, 15 ივლისს უკვე მხოლოდ საღამოს ვარჯიში იქნება. როგორც არაერთხელ გამცნეთ, 16 ივლისს, დილის 11 საათზე გუნდი რიგის “დაუგავასთან“ბოლო ტესტ-მატჩს ითამაშებს და ნაშუადღევს უკვე ლიტვაში გაემგზავრება.
საღამოს ვარჯიშებზე, ძირითადად, სათამაშო კომპონენტებისა და ტაქტიკური სქემების დახვეწა მიმდინარეობს. ფეხბურთელები მაქსიმალური კონცენტრაციით ცდილობენ, სათამაშო სიტუაციასთან მიახლოებული გარემო შექმნან და ბოლომდე იხარჯებიან. ვარჯიშის შესახებ ნაკრების ფორვარდს ნიკა კაჭარავას დავეკითხეთ.
ნიკა კაჭარავა: “დატვირთვები უკვე აღარ გვაქვს და ძირითადად, ტექნიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებზე ვმუშაობთ. ეს ლოგიკურია, რადგან 1 კვირაში უკვე პირველი თამაში გვიწევს. ჩვენი ვარჯიშები სულ ბურთთან ერთადაა. 16-ში კი, როგორც იცით, ბოლო ტესტი გვექნება და ახლა, ამ თამაშისთვის ვემზადებით.
ჩვენი შეტევა გუნდურ თამაშზეა აგებული. ფეხბურთი ინდივიდუალისტების თამაშიცაა და ჩვენც საკმაოდ გვყავს გუნდში კარგი ინდივიდუალისტები, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი ყოველთვის არ ჭრის და დამუშავებული გვაქვს კომბინაციები, რომელიც ჩვენს შეტევებს ეფექტურს ხდის და მეტოქის კარზე ზეწოლას გვიადვილებს. ვფიქრობ, ჩვენ გუნდური თამაშის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს.
- შენი აზრით, მეტოქეებთან შედარებით, რა უპირატესობა აქვს საქართველოს ნაკრებს?
- საფეხბურთოს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ნაკრებს ის უპირატესობაც აქვს, რომ დებიუტანტი და უცხო გუნდია. შესაბამისად, ცოტა ზემოდან გვიყურებენ. ასე იყო ელიტრაუნდშიც და ეს, საბოლოოდ, ჩვენი კოზირი აღმოჩნდა. თუმცა, ელიტრაუნდის მერე ბევრმა შეგვაფასა და დაგვაფასა. ევროპაზე სხვა კოზირები გვექნება. გუნდური თამაში და შეტევაა ჩვენი უპირატესობა და ამაში ძალიან დიდი რესურსი გვაქვს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ძალიან გამოცდილი და შეთამაშებული დაცვის ხაზი და განსაკუთრებით – მეკარე. გაბი თებიძის სახით, ფანტასტიური გოლკიპერი გვყავს. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ჩვენი მეკარეა. ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკან ამდენი საიმედო ადამიანი მეგულება და თანაგუნდელების იმედი მაქვს.
- ნიკა, რამდენიმე დღის წინ თქვენ გაეცანით ფრანგების მთავარი მწვრთნელი მოსაზრებას, სადაც ის ამბობს, რომ ისინი მეტოქეებს არ იცნობენ და ელიტრაუნდიდან გამომდინარე, ფავორიტად თურქებს მიიჩნევენ...
- კარგია თუ არ გვიცნობენ... ჰოდა, 20 ივლისს გაგვიცნობენ. ყველაზე საინტერესო ისაა, ვის უფრო მეტი ექნება სასაუბრო თამაშის შემდეგ. ჩვენ იმედიანად ვართ. დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს და ეს უკვე დავამტკიცეთ.
სფფ-ის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.
წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.
შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს
ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.
ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა
მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.
ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა
მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე
ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა
ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს