ფეხბურთი

22:18 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: 7 გუნდი ცნობილია, 1 დარჩა

დღეს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის სამ ჯგუფში დასრულდა მატჩები. თავიანთ ჯგუფებში I ადგილი დაიკავეს ჰოლანდიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა.

ჰოლანდიამ ჯგუფის ბოლო ტურში 1:0 სძლია გერმანიას და 6 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ნორვეგიამ, რომელმაც კვიპროსს 3:0 აჯობა. ჰოლანდია-ნორვეგიას შორის კი უპირატესობა პირველს მიენიჭა, რადგან ურთიერთშეხვედრაში აჯობა სკანდინავიელებს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა “ოქროს გოლი” 90-ე წუთზე გაუტანეს გერმანელებს – ტომ ჰაიეს გატანილმა 8 საუკეთესოს შორის გაიყვანა ჰოლანდია, ნორვეგია კი დაამწუხრა.

მძიმე ბრძოლაში გავიდა ესპანეთი, რომელსაც ფრეც ხელს აძლევდა ხორვატებთან ბოლო ტურში და საბოლოოდ, 1:1 ითამაშა. ესპანელები აგებდნენ და 77-ე წუთზე გაათანაბრეს.

რაც შეეხება საფრანგეთს, “მამლებს” მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს ავსტრიასთან და 1:0 იმარჯვეს. არადა, ფრეზე ავსტრია გადიოდა. 

ერთ ჯგუფში დარჩა გასამართი ბოლო ტური და იქ ასეთი მდგომარეობაა: 1. შვეიცარია (4 ქულა), 2. სერბეთი (3 ქულა), 3. ირლანდია (2 ქულა), 4. სლოვაკეთი (1 ქულა). 

11 ივნისს სერბეთი ირლანდიას ხვდება, შვეიცარია კი – სლოვაკეთს. ამ ჯგუფის მატჩებს სერბეთი მასპინძლობს.

მოკლედ, 7 გუნდი გასულია: ლიტვა, საქართველო, თურქეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ესპანეთი და საფრანგეთი. მერვეს კი ხვალ შევიტყობთ.

ფინალური ეტაპი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება ლიტვაში, 14 ივნისს კი ჯგუფების წილისყრაა.  


0.118076