საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. 21 მაისს გუნდები ერთმანეთს სავარჯიშო ტიპის სპარინგ-მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კემბრიჯში, რაგბის კლუბ ‘შელფორდის” მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
რამოდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს, გუნდები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა, რაგბის კლუბ “ქემბრიჯის“ სტადიონ – “ვოქალ პარკზე” გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე აიღებს სტარტს.
გვინდა ქართული რაგბის ქომაგებს ვაცნობოთ, რომ ორივე შეხვედრის ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს რაგბის კავშირის Youtube.com და Myvideo.ge ოფიციალურ არხებზე, მატჩების დასრულებიდან მეორე დღეს.
საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება
საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო. 2013 წლის მაისში საერთაშორისო ტურნეს გასამართად საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20-წლამდელთა გუნდი ეწვია. ინგლისელებმა ორი შეხვედრა გამართეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში, საკმაოდ რთულ და საინტერესო მატჩში, სამწუხაროდ სძლიეს ჩვენ ბიჭებს.
ტურნეს დასრულებისას, საგრაფოთა 20 წლამდელების მწვრთნელმა, ბობ ჰუდმა განაცხადა: “საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზულ სარაგბო ერს წარმოადგენს. ქართველი 19-წლამდელები ორივე მატჩში საკმაოდ ორგანიზებულად და ძლიერად ბურთაობდნენ. ჩვენი გუნდით ძალზედ კმაყოფილი ვარ, ვინაიდან კარგად ითამაშეს და ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხეს“.
საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება.
“ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20-წლამდელთა გუნდი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდა. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის ტესტი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის სამწლიანი შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში ქართველი 19-წლამდელები, საპასუხო ვიზიტით ინგლისში მიემგზავრებიან.
წელსვე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს “მზარდ საქართველოსთან” სათამაშოდ და უკვე გაისად, ინგლისელი 20-წლამდელები კვლავ გვესტუმრებიან.
“ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის ტესტებით, ჩვენი მოთამაშეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ხურციძემ.
ქართული რაზმი:
N |
სახელი |
გვარი |
კლუბი |
1 |
ნიკა |
ნეფარიძე |
ლოკომოტივი |
2 |
ბექა |
კაკაბაძე |
ლოკომოტივი |
3 |
ბადრი |
ალხაზიშვილი |
აკადემია |
4 |
ვანო |
მარგალიტაძე |
თი ბი სი |
5 |
თორნიკე |
მატარაძე |
აია |
6 |
ბესიკ |
ბარბაქაძე |
არმაზი |
7 |
გიორგი |
ჯავახია |
აია |
8 |
მიხეილ |
ბაბუნაშვილი |
აია |
9 |
ოთარ |
გიორგაძე |
აია |
10 |
ბესიკ |
გოგოლაძე |
თი ბი სი |
11 |
თორნიკე |
ზოიძე |
აკადემია |
12 |
დავით |
პაპავაძე |
ჯიქები |
13 |
ბექა |
გორგაძე |
ხარები |
14 |
ვასილ |
ლობჟანიძე |
არმაზი |
15 |
თეიმურაზ |
თუთბერიძე |
აია |
16 |
რევაზ |
ჯინჭველაშვილი |
აია |
17 |
გიორგი |
ბაბუნაშვილი |
აია |
18 |
თემურ |
ირემაძე |
აია |
19 |
სანდრო |
ილურიძე |
აკადემია |
20 |
გიორგი |
კვესელაძე |
იუნკერები |
21 |
გიორგი |
კოშაძე |
ხარები |
22 |
დევი |
დევსურაშვილი |
ჯიქები |
23 |
დავით |
ლობჟანიძე |
არმაზი |
24 |
თორნიკე |
მანაგაძე |
აია |
25 |
დავით |
გულიტაშვილი |
ხარები |
26 |
ირაკლი |
სვანიძე |
ჯიქები |
სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი: დავით ვართანიანი.
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშილი, გაგა გურეშიძე.
ფიზმომზადება: აკა ცინცაძე.
ექიმი: ილია ლათიბაშვილი.
ფიზიო: ირაკლი შაორშაძე.
ვიდეო ანალიტიკოსი: დავით რამიშვილი.
მენეჯერი: ოთარ იაშვილი.
www.rugby.ge