19 ივლისს ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. 14 საათზე ჩემპიონთა ლიგაში დაწყვილდებიან გუნდები, 15:00 საათზე კი ევროპის ლიგის წილისყრაც დაიწყება. ახლა, როცა გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ პირველი მატჩიც არ ჩაუტარებიათ II ეტაპზე და სხვა წყვილებშიც გამარჯვებულები უცნობია, აზრი არ აქვს სავარაუდო მეტოქეებზე წერას.
უპრიანია, თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებზე დავწეროთ, რადგან: 1. დუშან უჰრინის გუნდმა, ჩავთვალოთ, გაიარა ფარერული "სტრეიმური", 2. დინამოელთა სავრაუდო მეტოქეთა სია შევიწროებულია.
როგორც იცით, II ეტაპზე სულ 17 წყვილია. 17 გამარჯვებულს დაემატებიან შვეიცარიული "ბაზელი", კვიპროსული აპოელ-ი და ავსტრიული "
თუმცა, ამ ოცეულშიც განთესვაა - 10/10. თბილისის "დინამო" განუთესავი იქნება.
განთესილები (ანუ, დინამოელთა სავარაუდო მეტოქეები):
1. ბაზელი (შვეიცარია)
2. ბატე (ბელარუსი) ან შახტიორი (ყარაგანდა, ყაზახეთი)
3. სელტიკი (შოტლანდია) ან კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)
4. სტიაუა (რუმინეთი) ან ვარდარი (მაკედონია)
5. აპოელ (კვიპროსი)
6. პლზენი (ჩეხეთი) ან ჟელეზნიჩარი (
7. დინამო (ზაგრები, ხორვატია) ან ფოლა (ლუქსემბურგი)
8. პარტიზანი (სერბეთი) ან შირაქი (სომხეთი)
9.
10. ლეგია (პოლონეთი) ან ნიუ სეინთსი (უელსი)
შენიშვნა: მაგალითად, ყარაგანდის "შახტიორმა" ბატე რომ გამოთიშოს, III ეტაპზე განთესილი იქნება, რადგან ასეა: თუ განთესილის ბარიერს გადალახავ, იმ განთესილის რეიტინგით გადადიხარ შემდეგ ეტაპზე. იგივე მოხდება, თუ “ნიუ სეინთსი” "ლეგიას" გამოთიშავს, ან "შირაქი" - "პარტიზანს", ან "ჟელეზნიჩარი" - "პლზენს"...
აქ უკვე შეიძლება მსჯელობა, თუ რომელი ვარიანტია უჰრინის გუნდისთვის ყველაზე სასურველი. ყაზახური "შახტიორი" შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან ამ კლუბმა პირველი შეხვედრა ბატე-ს ბელარუსში 1:0 მოუგო და დიდი შანსია, III ეტაპზე ვიხილოთ. ახლა როგორც მოჩანს, სწორედ "შახტიორი" უნდა იყოს ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე დინამოელთათვის.
როგორც იცით, II ეტაპის საპასუხო შეხვედრები 23-24 ივლისს გაიმართება. III ეტაპისა კი: პირველი - 30 და 31 ივლისს, საპასუხო - 6 და 7 აგვისტოს.
IV ეტაპის (ანუ, პლეი ოფის) წილისყრა 9 აგვისტოს შედგება, ხოლო მატჩები 20-21 და 27-28 აგვისტოს გაიმართება. პლეი ოფში ჩემპიონთა გზაზე ის 10 გუნდი მოხვდება, რომლებიც III ეტაპს გაივლიან და მათ აღარავინ დაემატება. შეიქმნება 5 წყვილი და გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპზე გავლენ.