თამაშგარე

10:18 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუზი კორტესის აბდაუბდა

ფეხბურთზე უგონოდ შეყვარებული ბრაზილიელი მოდელი სუზი კორტესი გემოვნების საკითხში ნამეტნავად დაუბანალნსებელი ვინმეა. აბა თავად განსაჯეთ როგორი ამბავია, ბრაზილიაში დაბადებული და გაზრდილი ასული როდესაც კონკრეტულად ლეო მესის, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს...

ალბათ თავადაც მიხვდით, რომ სუზი კორტესის საქომაგო არეალის ეპიცენტრში ლეო მესი დგას. შესაბამისად, კატალონიური კლუბიც და არგენტინის ნაკრებიც ამ სიყვარულის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა. მაგრამ ბრაზილიელისგან ასეთი ღირებულებებითი აჯაფსანდალი მაინც განსაკუთრებულად უცნაურია.


შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, თუ რაოდენ ბევრ წარმატებასა და გამარჯვებას ღირსებია სუზი კორტესი თავის საინტერესო მოდელ-მსახიობურ კარიერაში. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი აღიარება კი გავაგანიერ ქალთა ცნობილ კონკურსზე -“მის ბუმ ბუმზე“ მოხდა, როდესაც სუზიმ პირველი ადგილი დაიკავა და მოშურნეებს კიდევ ერთხელ დააჭყეტინა თვალები.

0.146128