„მანჩესტერ სიტისა“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ, საცოლე ვლადა სედანს, რომელიც ტელეარხების, Футбол 1 და Футбол 2-ის ჟურნალისტია, დაბადების დღეზე ძაღლის ლეკვი აჩუქა და Happy Вirthday უმღერა.
გოგონამ თავის ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „როგორ ვოცნებობდი ასეთ ლეკვზე. სიმღერისთვის კი ცალკე მადლობა.“
ამ ამბავზე, შესაძლოა არც გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ბოლო დღეებში მთელი უკრაინა ზინჩენკოზე ლაპარაკობს. საქმე ის არის, რომ უკრაინა - პორტუგალიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ (2:1), რომელმაც უკრაინელები ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, ზინჩენკომ კიევის ოლიმპიური სტადიონის ცენტრში, მუხლჩახრილმა ცოლობა სთხოვა სედანს და თანხმობის მიღების შემდეგ თქვა: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი „დიახ“ იყო ჩემს ცხოვრებაშიო.