ფეხბურთი

20:26 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

2020 წელს კუმანი, შესაძლოა, „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდეს

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ევრო 2020-ის შემდეგ, შესაძლოა, „ბარსელონა“ ჩაიბაროს - წერს Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა დირექტორმა, ნიკო-იან ჰუგმამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კუმანის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც 56 წლის სპეციალისტს შეუძლია სხვა კლუბში, ამ შემთხვევაში, „ბარსელონაში,“ გადასვლა თუკი მყიდველი საკონტრაქტო კომპენსაციას გადაიხდის.

ჰოლანდიის ნაკრებთან კუმანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ კუმანი კატალონიურ კლუბში 1989-95 წლებში თამაშობდა. 1998-2000 წლებში კი კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116162