ფეხბურთი

20:00 | 20.10.2019 | ნანახია 1001 - ჯერ

სერია A-ს მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე პარაშუტისტი დაეშვა (ფოტოგალერეა)

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში რეჯიო ემილიაში, "სასუოლომ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. 43-ე წუთზე კი, როდესაც სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, თამაში მცირე პერიოდით შეჩერდა.

ამის მიზეზი კი, ადამიანი გამოდგა, რომელიც პირდაპირ მინდორზე პარაშუტით დაეშვა. ბუნებრივია, სტიუარდებმა პარაშუტისტს უმალვე დაატოვებინეს მოედანი და შეხვედრა დაუბრკოლებლად გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ "ნერაძურიმ" 4:3 მოიგო.

თუმცა, ამ ეპიზოდმა "მაპეი სთედიუმზე" შეკრებილი მაყურებელი ნამდვილად გაამხიარულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:00 | 20.10.2019
Javshana (3011)

მანჩესტერი ლივერპული იწყება და არ ვიცი რომლის წაგება უფრო გამეხარდება მანჩოს წაგება იმიტომ რომ ჩელსისთან 4-0 გავარდნა ჰქონდათ :დ ლივერპულის იმიტომ სადაც 29 წელი ვერ მოიგეს ვერც ახლა უნდა მოიგონ პრემიერ ლიგა

0.187826