სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:17 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ პრიმერაში პირველად წააგო, „ბარსელონა“ ლიდერია

მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გასავარდნ ზონაში მყოფ „მალიორკასთან“ წააგებდა და პრიმერას ცხრილში პირველ საფეხურს მოსისხლე „ბარსელონას“ დაუთმობდა.

ცხადია, „სამეფო კლუბის“ პრობლემები ტრავმიანობითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო ჯერჯერობით ამ სეზონში მათი საქმე. ამ მატჩშიც, თავიდანვე ცუდად განვითარდა მოვლენები. უკვე მე-7 წუთზე მადრიდელებს მასპინძელთა კონტრშეტევა გაეპარათ და კოტდივუარელმა ჯუნიორ ლაგომ შეაგდო.

დრო საკმაოდ რჩებოდა და ტაიმის შუაში „რეალი“ აფთქდა. მაგრამ ვინისიუსმა ოდნავ ააცილა, ბენზემამ კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ხარიხას გაარტყა.

ასეთი მომენტები სტუმრებს ამ მატში აღარ ჰქონიათ. 74-ე წუთზე კი ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ და საქმე მთლად წახდა. მადრიდელები შეტევებს აგრძელებდნენ, მაგრამ „მალიორკამ“ გაძლო.

პრიმერას მე-9 ტურის მთავარი მატჩისგან, „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ შორის, გოლთაცვენას არავინ ელოდა და ასეც მოხდა. თუმცა შეხვედრა ერთობ საინტერესო და ცეცხლოვანი გამოდგა.

„ატლეტიკო“ უფრო ყოჩაღობდა და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა კიდეც. მეტიც უნდა გაეტანათ, მაგრამ საულსა და კოშტას სიზუსტე არ ეყოთ. მორატა კი ფელიშის ჩაწოდებულს ვერ შესწვდა.

მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. მცველთა დასახმარებლად საჯარიმოში ჩასულ ჩერიშევს ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა დიეგო კოშტამ.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. ჩერიშევმა კინაღამ შეცდომა გამოაწრა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მერე ვალენსიელებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, ფელიშმა ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა, ამ დროისთვის სიმეონეს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა და მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. შედეგად, სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს ანგარიში. დანიელ პარეხომ საჯარიმოდან გაიტანა.

დღის ადრეულ მატჩში, „ეიბარი“ ბევრს ცდილობდა. იბრძოდა, პრესინგსაც მიმართავდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „ბარსელონამ“ კლასით გაჭყლიტა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეები კი ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი გახდნენ, რომლებმაც თითო ბურთი გაიტანეს და თითო საგოლე პასით გამოირჩნენ.

ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა გრიზმანმა. 58-ზე მესიმ გააორა იმავე გრიზმანის პასით, ბოლოს კი ლუის სურაესმა გაიტანა მესის გადაცემით.

ესპანეთი

პრიმერა. მე-9 ტური. 19 ოქტომბერი

ეიბარი - ბარსელონა 0:3

ეიბარი. „ესტადიო მუნისიპალ დე იპურუა.“ 7 295

0:1 გრიზმანი (13), 0:2 მესი (58), 0:3 სუარესი (66)

ეიბარი: დმიტროვიჩი, ანხელი, არბილია, ოლივეირა, დე ბლაზისი, ლეონი (ესპოზიტო 63), ალვარესი, დიოპი, ორელიანა, ენრიჰი (ინუი 71), შარლესი (კიკე 79)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე, უმტიტი, რობერტო (სემედუ 46), არტური (ვიდალი 71), დე იონგი (რაკიტიჩი 79) ბუსკეტსი, გრიზმანი, მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: დიოპი (24), შარლესი (24), ალვარესი (82), ინუი (88), ესპოზიტო (90)

მალიორკა - რეალი 1:0

პალმა დე მალიორკა. „ესტადიო დე სონ მუა.“ 20 275

1:0 ლაგო (7)

მალიორკა: რეინა, სასტრე (ლუმორი 46), ვალენტი, რაილიო, გამესი, ბაბა, სევილია, ფებასი (კუბო 59), როდრიგესი, ლაგო (ტრაიკოვსკი 81), ბუდიმირი

მწვრთნელი: ვისენტე მორენო

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა, მილიტაო, რამოსი, მარსელო, კაზემირო, ხამესი, ისკო (როდრიგო 66), იოვიჩი (ვალვერდე 66), ბენზემა, ვინისიუსი (დიასი 82)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: სასტრე (30), ბაბა (90+5); ოდრიოსოლა (19)

გაძევება: ოდრიოსოლა (74)

ატლეტიკო - ვალენსია 1:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 61 603

1:0 კოშტა (36, პენ), 1:1 პარეხო (82)

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, ფელიპე, ხიმენესი, ერმოსო (ლოდი 54), კოკე, ტომასი (ლემარი 54), ფელიში, საული, კოშტა, მორატა (ლიორენტე 68)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია: სილესენი, ვაასი, გარაი, პაულისტა, კოსტა, კოკლენი, კონდოგბია (გამეირო 65), პარეხო, ტორესი (სოლერი 71), ჩერიშევი (ლი კან ინი 78), გომესი

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

მსაჯი: კორდერო ვეგა

გაფრთხილება: ტომასი (29), ფელიში (44); ჩერიშევი (39)

გაძევება: ლი კან ინი (90+1)

ხეტაფე - ლეგანესი 2:0

1:0, 2:0 ანხელი (64, 84)

18 ოქტომბერი

გრანადა - ოსასუნა 1:0

1:0 დუარტე (38)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.140965