სხვა

0:36 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ჩემპიონთა ლიგა - "დინამომ" ხორვატიაში ვერაფერი გააწყო

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. 10 დღის წინ რევაზ ჩომახაძის გუნდი ესპანეთში, „ტერასასთან“ დამარცხდა, ახლა კი, უტიტულოვანეს ხორვატულ „მლადოსთან“ ვერაფერი გაახერხა.

ბალკანელები წყვილში აშკარა ფავორიტად განიხილებოდნენ და გამარჯვების მოპოვება არც გასჭირვებიათ. „მლადოსტმა“ თავიდანვე მოახერხა სერიოზული უპირატესობის მოპოვება და ლოგიკურია, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა საერთოდ არ გასჭირვებია.

„დინამომ“ 11 გოლი გაიტანა, მაგრამ საპასუხოდ 21 მიიღო და მთლიანობაში გამანადგურებელი ანგარიშით იწვნია მარცხი. თბილისური გუნდის რიგებში საუკეთესო მარკო ელაჩა იყო სამი გოლით, დუბლით გამოირჩა ბითაძე.

„დინამოს“ ორ ტურში ქულა არ მოუპუვებია და ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, თბილისში, 30 ოქტომბერს, „ბუდაპეშტთან“ ჩაატარებს.

„მლადოსტი“ – „დინამო“ 21:11 (8:2, 3:1, 6:4, 4:4)

გოლები: 1:0 ჩუკი, 1:1 ელაჩა, 2:1 ვრლიჩი, 3:1 მილოში, 4:1 ხარკოვი, 4:2 რურუა, 5:2 რადუ, 6:2 ბაიჩი, 7:2 ხარკოვი, 8:2 ვრლიჩი, 9:2 მილოში, 9:3 იმნაიშვილი, 10:3 მილოში, 11:3 რადუ, 11:4 ბითაძე, 12:4 ვრლიჩი, 12:5 ბითაძე, 13:5 ჩუკი, 14:5 ხარკოვი, 15:5 რადუ, 15:6 მაგრაქველიძე, 16:6 ბუკიჩი, 17:6 ბოუენი, 17:7 ელაჩა, 17:8 იმნაიშვილი, 17:9 ბაღათურია, 18:9 რადუ, 18:10 ელაჩა, 19:10 ჩუკი 19:11 ელაჩა, 20:11 ბუკიჩი, 21:11 რადუ

0.115667