ფეხბურთი

19:57 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ოქროს ქულები "ლოკომოტივის" ყულაბაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო და საჩემპიონო რბოლაში ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.

სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ვითარება ასეთი იყო: ორივე „დინამოს“ 62-62 ქულა ჰქონდათ, ხოლო აჭარლები უპირატესობას ურთიერთშეხვედრების წყალობით ფლობდნენ. თავის მხრივ, ფელის ვისენტეს გუნდს უკან დასახევი გზა პრაქტიკულად მოჭრილი ჰქონდა.

„დინამო არენაზე“ კი, დედაქალაქური დერბი შედგა, სადაც „ლოკომოტივთან“ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ვერაფერს გახდა ვინძლო, ოქროს ქულები დაკარგა.

„დინამოს“ თამაში არ წაუვიდა და ბოლოს, საერთოდ უქულოდ დარჩა. მატჩის დასკვნით ნაწილში „ლოკომოტივმა“ მეტოქე მართლაც დაჯაბნა და გოლთან ძალიან ახლოს რამდენჯერმე იყო. თუმცა, ხან ძელი, ხან ხოსე პერალესი მოევლინა მასპინძლებს მშველელელად. სამაგიეროდ, მსაჯის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მოედანზე ახალხან შესულა დავით ჯიქიამ ასევე ცვლილებაზე შესული თორნიკე კირკიტაძე პერალესს პირისპირ შეატოვა და შემტევი არ შემცდარა - გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, „დინამო თბილისის“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, მაგრამ ამაზე გაცილებით ფასეული და მნიშვნელოვანი ნამდვილად ის ქულებია, რომელიც დაკარგა. ბათუმის „დინამოს“ ქულებით კვლავ არ ჩამორჩება, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი 31-ე ტურის მატჩს ხვალ გორში ჩაატარებს და თუ მოიგებს, ჩემპიონობისკენ მართლაც დიდ ნაბიჯს გადადგამს.

„ლოკომოტივმა“ თავის მხრივ 43 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე ნელ-ნელა მკვიდრდება.

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 თ. კირკიტაძე (90)

0.119036