ესპანურმა მედიამ დაასახელა პრიმერას მე-9 ტურში, „მალიორკას“ წინააღმდეგ, „რეალის“ ნახევარმცველის, ედენ აზარის უთამაშებლობის მიზეზი.
Marca-ს ცნობით, ბელგიელი განაცხადში ოჯახური მდგომარეობის გამო არ შეიყვანეს. დღეს დილით მას მეოთხე შვილი შეეძინა.
აზარი „რეალში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ჩელსიდან.“ ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე სეზონში აზარმა „სამეფო კლუბის“ მაისურით 6 მატჩი გამართა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
„მალიორკა“ – „რეალის“ მატჩი დღეს, 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.