უეფას ტურნირებში რუსეთისა და კოსოვოს გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღო.
„საგანგებო შეხვედრა გაიმართა და განვიხილეთ სიტუაცია კოსოვოსა და რუსეთს შორის. უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ორი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს უეფას ტურნირებში ვერ შეხვდებიან“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს რამდენიმე ქვეყნის კლუბებსა და ნაკრებებზე. მაგალითად, რუსუთ-უკრაინაზე, აზერბაიჯან-სომხეთზე.