ძიუდო

20:20 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე (+VIDEO)

მაროკოში მიმდინარე 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებისთვის მეორე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა. ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

81-კგ წონით კატეგრიაში ახალკაცი შეუჩერებელი იყო და ფინალში რუსი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა. 90 კგ წონით კატეგორიაში კი, უმაღლესი სინჯის მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა.

გარდა ამისა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133476