ფეხბურთი

18:35 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერ ალექს ფერიგიუსონს ჩაწყობილ მატჩში ადანაშაულებენ

ლეგენდარულ შოტლანდიელ სპეციალისტ სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის განზრახ წაგებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ცნობას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ჯუზეპე პალიარიმ ამის შესახებ პროკურორ ბრაიან ო’ნილს აცნობა. აღსანიშნავია, რომ პალიარი ამჟამად კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა შორისაა.

პალიარის ინფორმაციით, ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ შეხვედრაში მარცხის სანაცვლოდ 30 ათას გირვანქა სტერლინგის ღირებულების Rolex-ის საათი მიიღო. გარდა ამისა, ჯუზეპე დასძენს, რომ ფერგიუსონი ხშირად აგენტებისგან ფულს იღებდა ფეხბურთელების გაყიდვიდან.

რაც შეეხება განზრახ წაგებულ მატჩს, კონკრეტული თამაში არ დასახელებულა. იტალიური მედიის ცნობით, ეს შარშან მოხდა, როდესაც „იუვენტუსმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ პაულო დიბალას გოლით მოიგო. მეორეს მხრივ, უშუალოდ იმ პერიოდში, როდესაც შოტლანდიელი ინგლისურ გრანდში მუშაობდა, „მანჩესტერი“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს 1996, 1997, 1999 და 2003 წლებში რვაჯერ დაუპირისპირდნენ. ოთხჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, სამჯერ იტალიელებმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112067