ფეხბურთი

17:44 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, არმენ გულბუდაგიანცმა თანამდებობა დატოვა - გვამცნობს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„თითქმის ერთი წელიწადი ვწვრთნიდი ეროვნულ გუნდს. ამ დროის განმავლობაში სიხარულიც იყო და წყენაც. ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ პოსტის დატოვების რთული გადაწყვეტილება მაინც მივიღე. იმიტომ, რომ სომეხი გულშემატკივრების იმედი ვერ გავამართლე - გუნდი ფინალურ ეტპზე ვერ გავიყვანე. ახლა მხოლოდ თეორიული შანსიღა დაგვჩა.

მართალია, ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩემთვის მიზნად ფინალურ ეტაპზე გასვლა არ დაუსახავს, მაგრამ თავად ვგრძნობ პასუხისმგებლობას.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა გულბუდაგიანცმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნულმა გუმდმა, J შესარჩევი ჯგუფის მე-8 ტურის შეხვედრაში, ფინეთის ნაკრებთან 0:3 წააგო და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133295