ფეხბურთი

13:51 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლიდსმა,“ დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოქროსლოგოიანი ფორმა წარადგინა

„ლიდს იუნაიტედის“ პრესსამსახურმა საზოგადოებას დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი ოქროსლოგოიანი ფორმა წარუდგინა.

ახალი ფორმით გუნდი ჩემპიონშიფის მე-12 ტურში ითამაშებს, 19 ოქტომბერს, „ბირმინგემ სითის“ წინააღმდეგ.

„ლიდსი“ 1919 წლის 17 ოქტომბერს დაარდსა და ისტორიაში სამჯერ იყო (1968-69, 1973-74, 1991-92) ინგლისის ჩემპიონი. თითოჯერ ქვეყნის ასოციაციისა (1971-72) და ლიგის (1967-68) თასები. ორჯერ ინგლისის სუპერთასი (1969, 1992).

ევროპულ არენაზე ლიდსელებმა ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს (1972-73), ერთხელაც ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშეს (1974-75).

0.161386