ფეხბურთი

11:51 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: „105 მილიონზე უარი ვთქვი, რადგან კულიბალი მომწონს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დი ლაურენტისი, გუნდის მცველის, კალიდუ კულიბალის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.

„ძალიან მომწონს კულიბალი, ამიტომ ვთქვი უარი 105 მილიონ ევროზე, რომელსაც მთავაზობდნენ. მაგრამ, ერთხელაც იძულებული ვიქნები გავყიდო.“ - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Sky Sport Italia.

გასულ ზაფხულს 28 წლის სენეგალელის ყიდვას „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცდილობდა, მაგრამ ბოლოს ჰარი მაგუაირი შეიძინა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

ასევე კულიბალის გადაბირება „მანჩესტერ სიტსა“ და პსჟ-ს სურდათ. ისინი მას, ჯამაგირად წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

0.116583