ფეხბურთი

9:46 | 18.10.2019 | ნანახია 2631 - ჯერ

მესი: „ტერ შტეგენი და ნოიერი ერთი დონის მეკარეები არიან“

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გერმანიის ნაკრების მეკარეების, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და მანუელ ნოიერის შესახებ.

„ისინი შესანიშნავი მეკარეები არიან. ბევრი რამით გვანან ერთმანეთს. კარდაგ კითხულობენ თამაშს. ფეხითაც ჩინებულად ირჯებიან და ზოგჯერ ნახევარმცველის ფუნქციასაც ასრულებენ. უშეცდომონი არიან კარის ხაზზე.

მარკს კარგად ვიცნობ და მასზე ბევრის თქმა შემიძლია. არ მინახავს როგორ ვარჯიშობს ნოიერი. მის მატჩებს ხშირად არ ვუცქერ ხოლმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორივე ძალიან მაღალი კლასის, ერთი დონის მეკარეები არიან,“ - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:46 | 15.07.2018
ilia_juventus (2091)

აფერუმ !!

12:45 | 15.07.2018
თორღვა პანკელი (1138)

კარგია ბიჭებო!

06:36 | 15.07.2018
ogafa (10211)

ყოჩაღ

0.072358
2631