ინგლისური „ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე ქველმოქმედია და სამშობლოში არაერთ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა. მანეს განცხადებით, მისთვის უმნიშვნელოა ძვირფასი ნივთები და ურჩევნია სიღატაკეში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს.
„რატომ უნდა მინდოდეს ათი ფერარი, ოცი საათი და ორი თვითმფრინავი? რას გააკეთებენ ეს ობიექტები ჩემთვის და მსოფლიოსთვის? მე ვიცი, რას ნიშნავს შიმშილი, მიწაზე ვმუშაობდი, გამოვიარე ომი. ფეხბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდი, არ დავდიოდი სკოლაში, რადგან ამის საშუალება არ მქონდა.
დღეს იმით, რასაც ფეხბურთის წყალობით გამოვიმუშავებ, შემიძლია ჩემი ხალხის დახმარება, ავაშენე სკოლები, სტადიონი, ვეხმარები ექსტრემალურ სიღატაკეში მყოფ ადამიამებს, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, საჭმლით. მირჩევნია ჩემს ხალხს ცოტა მაინც ჰქონდეს ის, რაც ცხოვრებამ მომცა“, - თქვა მანემ Teledakar-თან საუბარში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
განსაკუთრებული მოთამაშეა განსაკუთრებული საქციელებით
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=XqkphuR9xRM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=XqkphuR9xRM':'https://www.youtube.com/watch?v=XqkphuR9xRM'))
მაგარი ჩანახატია სადიოს შესახებ, უყურეთ.
ეტყობა, რაღაცას კი ცდილობს, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაუწყვია.. მართლა მაგარი 'ჭაობიანი' ადგილიდანაა, როგორც ჩანს
სანამ სიკეთე და ესეთი ხალხი არსებობს,ამ სამყაროს აქვს შანსი.მანე შენი პირადი გულშემატკივარი ვარ დღეიდან.
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, ჯიგარი!
როგორც ფეხბურთელი ხო მაგარია და ადამიანობაშიც მაგარი ყოფილა
ეგრეა
შე მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა ვინგერო
წელს ისე აკრიფა კიდე ბევრ რამეშია საუკეთესო
ყოჩაღ
ყოჩაღ. აზროვნებს კაცი. ცოდნია სადიოს, რომ წუთია ეს სოფელი.
ეს ინფორმიცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.არ აქვს მნიშვნელობა ზანგია ყვითელი თუ თეთრი,ადამიანს რომელსაც ადამიანური ღირებულება გააჩნია ყველა უნდა დააფასო.მაგარი საქციელია მანეს მხრიდან და მხოლოდ დაფასებას იმსახურებს
უცებ ბიძინა ჩვენი გამახსენა....
გენაცვალე მაგ შავ ჯიგარში