ფეხბურთი

23:10 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მალენით "რეალიც" დაინტერესდა

მადრიდის "რეალი" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პვს-ს თავდამსხმელით დონიელ მალენით დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია Le10Sport-მა გაავრცელა. მალენმა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგით თავი გამოიჩინა და "სამეფო კლუბთან" ერთად "ლივერპულის" და "ბარსელონას" ყურადღებაც მიიპყრო.

მალენი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და "არსენალმა" 2015 წელს დაიმატა. ჰოლენდიელი პსვ-ს 2017 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში 2018 წელს გადაიყვანეს. თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში დონიელი 2019 წელს გამოიძახეს და ოთხ დაპირისპირებაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116657