ფეხბურთი

22:43 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უილიამსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების მცველმა ბრენდონ უილიამსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე ცნობილია, რომ შეთანხმების საფუძველზე სამი წლის შემდეგ შესაძლოა ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდეს.

უილიამსი "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილია და სარეზერვო გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. ასევე, ბრენდონი პირველ გუნდშიც თამაშობს და მიმდინარე სეზონში სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148903