ფეხბურთი

16:08 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი იტალიის ფუტსალის ნაკრებში მიიწვიეს

ფრანჩესკო ტოტის იტალიის ფუტსალის ნაკრებში თამაში შესთავაზეს. ფუტსალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეა მონტემურო აღფრთოვანებულია ტოტის სათამაშო ფორმით და დარწმუნებულია, რომ ნაკრებს გამოადგება.

საქმე ისაა, რომ ტოტი ხშირად მონაწილეობს ვეტერანთან ამხანაგურ მატჩებში, ხოლო ახლახან 8-კაცა ფეხბურთში საკუთარი გუნდი შექმნა და ორიოდ დღის წინ ხსენებულ დონეზე, სერია A-ში 3 გოლიც გაიტანა.

„ვნახე, რომ ტოტი 8-კაცა ფეხბურთს თამაშობს და ისევ კარგ ფორმაშია. ნამდვილად შესანიშნავი იქნებოდა მისი ხილვა ფუტსალის იტალიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში“, - თქვა მონტერუმომ.

იტალიის ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს მომავალ კვირაში ჩაატარებს. ტოტის კი, ჯერჯერობით აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო იტალიის ნაკრებში 1998-2006 წლებში თამაშობდა, 58 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ერთხელ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ერთხელაც ევროპის ვიცე-ჩემპიონი. გარდა ამისა, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოგებული აქვს. საფეხბურთო კარიერა კი, ორი წლის წინ, 2017 წლის მაისში დაასრულა.

0.114135