„ელ კლასიკოს“ ირგვლივ სრული ქაოსია. ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ლა ლიგას „ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩის მადრიდში ჩატარება სურდა.
ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელებმა კლუბებს უბრალოდ მასპინძლის სტატუსის შეცვლა სთხოვეს, მაგრამ გუნდებისთვის ეს იდეა მიუღებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით „ბარსელონასთვის“, რომელმაც 26 ოქტომბერს, მადრიდში, ხოლო 1 მარტს „კამპ ნოუზე“ თამაში არ ისურვა.
შედეგად, არაა გამორიცხული მატჩი საერთოდ გადაიდოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგა ახლა შეხვედრის დეკემბერში გადატანას აპირებს. დიდი შანსია, რომ „ბლაუგრანასა“ და „სამეფო კლუბის“ დაპირისპირება 4 ან 18 დეკემბერს გაიმართოს.
ჯერჯერობით ეს საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს დიდი დრო ნამდვილად არ აქვთ.