ფეხბურთი

14:25 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვმა ბულგარული კლუბების ევროთასებიდან მოკვეთა მოითხოვა

ევრო 2020-ის ბულგარეთი - ინგლისის შესარჩევი მატჩის შემდეგ (0:6), რომელიც რასისტული სკანდალით გამოირჩა, ბულგარეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, უეფას ბულგარული კლუბების მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„აუცილებელია სტადიონები დავხუროთ და უმაყურებლოდ ვათამაშოთ. შესაძლოა, უფრო მკაცრი სანქციების დროც დადგა. ეს ინგლისელებმა უკვე გაიარეს. ეგებ ბულგარული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებს ხუთ წლით ჩამოვაშოროთ. ეს დააწყნარებდა იმ ვითომ გულშემატკივრებს, რომლებიც რასისტული გამონათქვამებით გამოირჩევიან.“ - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს L’Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114903