ფეხბურთი

10:22 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ „მანჩესტერში“ მწვრთნელად მის დანიშვნაზე ხუმრობით უპასუხა

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტების კითხვას მის, „მანჩესტერის“ დამრიგებლად სავარაუდო დანიშვნის შესახებ ხუმრობანარევი პასუხი გასცა: „ჯერ ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ვსწავლობ“ - უთხრა ალეგრიმ Przeglad Sportowy-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, ალეგრის „მანჩესტერ იუნატედში“ გადასვლის შესახებ. მანკუნიანურ კლუბში მისი ხელფასი წელიწადში 7,5 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ასევე „იუვენტუსიდან“ მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანი უნდა გადაებირებინა.

0.926814