აშშ-ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი, უახლოეს ხანში ეკვადორის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს - წერს El Universo, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„მათ უკვე მოილაპარაკეს. ოთხშბათს ხორხე სელიკოს (ეკვადორის ნაკრების დროებითი მწვრთნელი), უთხრეს, რომ იპოვნეს ახალი დამრიგებელი.“ - წერს გამოცემა.
54 წლის კლინსმანი ადრე გერმანიის ნაკრებს, „ბაიერნსა“ და აშშ-ის ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა. 2016 წლის შემდეგ კი საფეხბურთო სფეროში პრაქტიკა აღარ ჰქონია.
ჯამში, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა 176 მატჩი ჩაატარეს, 101 მოიგეს, 32 ფრედ დაამთავრეს და 43 წააგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია