მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისი გუნდი სათამაშო ფორმაში შედის. მადრიდელებმა პრიმერადივიზიონის გასულ ტურში “სევილია” (4:0), ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსი” (1:0) დაამარცხეს.
“ატლეტიკო” კარგ ფორმაშია და მომავალ მატჩს პრიმერადივიზიონში მოუთმენელად ელის. ჩვენ “ვალენსიასთან” მოსაგებად ვითამაშებთ. კარგ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ და მოედანზე სიძლიერე დავამტკიცოთ.” - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
“ატლეტიკო” და “ვალენსია” ერთმანეთს პრიმერადივიზიონის მე-7 ტურში, დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.