ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ მორენომ, ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, განაცხადა, რომ ამ წარმატებას გუნდი ეროვნული ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, ლუის ენრიკეს უძღვნის, რომელსაც გასულ სექტემბერს ქალიშვილი გარდაეცვალა.
„ამ წარმატებას ლუის ენრიკესა და მის ოჯახს ვუძღვნით. მისმა ნაკრებში მუშაობამ უფრო ძლიერები გაგვხადა და ამისათვის დიდი მადლობა მას. მადლობა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლუის რუბიალესს, რომელმაც ეროვნული ნაკრების გაწვრთნის საშუალება მომცა.“ - უთხრა მორენომ Football Espana-ს.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებმა, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, შვედეთთან 1:1 ითამაშა. ამ შედეგმა ისინი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.