ფეხბურთი

19:57 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი და ევრა "მანჩესტერში"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა უახლოეს მომავალში მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს. Daily Mail-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს.

„წითელი ეშმაკები“ ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მწვრთნელის ცვლილებაზე მუშაობენ. ალეგრი კი, ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია და დიდი შანსია, ალბიონურ გამოწვევას დათანხმდეს.

წყარო ასევე იტყობინება, რომ ალეგრისთან ერთად „მანჩესტერში“ პატრის ევრა დაბრუნდება, რომელიც სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს.

ევროა და ალეგრი ერთად „იუვენტუსში“ მუშაობდნენ, ხოლო ფრანგი „მანჩესტერსაც“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან „ოლდ ტრაფორდზე“ 2006-2014 წლებში თამაშობდა.

0.121665