ფეხბურთი

17:52 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვი გადადგა

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა - გვამცნობს Guardian.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი მიხაილოვის ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა საქმიანობიდან ჩამოცილებას ითხოვდა.

მიზეზი, 14 ოქტომბერს, ბულგარეთი - ინგლისის (0:6) ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩის დროს, მასპინძელი ქომაგების რასისტული ქცევა გახდა. ისინი რასისტული შინაარსის სიტყვებს ყვიროდნენ და მაიმუნის მაგვარ ხმებს გამოსცემდნენ. მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში.

წყაროს ცნობით, ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავდა მატჩის შეწყვეტას.

0.105054