ჩოგბურთი

10:48 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს

38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მონაწილეობას მიიღებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე.

“რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა გაისად უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობას შორის. ბოლოს, გადავწყვიტე ისევ ვითამაშო ოლიმპიადაზე.“ - ციტირებს ფედერერის სიტყვებს თავის ტვიტერის გვერდზე ცნობილი საჩოგბურთო მიმომხილველი, ენდი შოლერი.

ადრე ფედერერს ოლიმპიური ოქრო მოუგია, ოღონდ წყვილთა თანრიგში. 2008 წელს, პეკინში, ის სტენ ვავრინკასთან ერთდ გახდა ჩემპიონი. 2012-ში კი ერთეულთა თანრიგში გავიდა ფინალში, მაგრამ ბრიტანელ ენდი მარისთან დამარცხდა.

0.11287