ფეხბურთი

9:06 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: „მინდორზე 11 ლომი დავინახე, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ“

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ევრო 2020-ის, პორტუგალიასთან შესარჩევი მატჩის შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვულოცავ სრულიად უკრაინას ამ გამარჯვებას. გულშემატკივრებს შევპირდი, რომ გუნდს ევროპის ჩემპინატის ფინალურ ეტაპზე გავიყვანდი და პირობა შევასრულე.

მართალი გითხრათ, მიჭირს საუბარი, იმდენი ემოცია დაიხარჯა მატჩის განმავლობაში. მადლობა მაყურებელს ასეთი მხარდაჭერისათვის. ბოლო 15 წუთი სწორედ მათი არანორმალური ქომაგობის წყალობით გავძელით.

მადლობა ჟურნალისტებს. კარგია, რომ ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. და რა თქმა უნდა, მადლობა ბიჭებს, რომლებიც ხალისით ჩამოდიან ნაკრებში და ბოლომდე იხარჯებიან. დღეს მინდორზე 11ლომი დავინახე, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ.

სამი წლის წინათ მოვედით და ყველაფერი შევცვალეთ. მათ მოეწონათ მწვრთნელების იდეა, შუყვარდათ ის და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საკვანძო მომენტი ჩვენს კარში დანიშნული პენალტი და ტარას სტეპანენკოს გაძევება გახლდათ. იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი? მოდით, ასე ვთქვათ, მთავარი პირველ ტაიმში გატანილი გოლებია. ვიცოდით, სად იქნებოდა თავისუფალი ზონები და მარლოსი ოდნავ წინ წავწიეთ. ამით იარმოლენკოს და იარემჩუკს მეტი სივრცე გაუჩინა. გოლებიც ამის წყალობით გავიდა.

სამწუხაროდ, დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და კაცნაკლული დავჩით. არ მინდა ამ მომენტის განხილვა. ეს ყველაფერი უკვე წარსულშია.“ - უთხრა შევჩენკომ „Футбол 1“ - ს.

0.114355