ფეხბურთი

2:03 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ - 700!

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ნიშნულს 34 წლის შემტევმა კიევში, უკრინასთან გატანილი გოლით უწია.

რონალდუს 700 გოლი შემდეგნაირად ნაწილდება:

„სპორტინგი“ – 5 გოლი (31 თამაში)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 118 გოლი (292 თამაში)

„რეალი“ – 450 გოლი (438 თამაში)

„იუვენტუსი“ – 32 გოლი (51 თამაში)

პორტუგალიის ნაკრები - 95 გოლი (162 თამაში)

კრიშტიანუმ ხსენებული 700 გოლიდან 444 მარჯვენა ფეხით, 126 მარცხენა ფეხით, 128 თავით, ხოლო 2 გოლი სხეულის სხვა ნაწილებით გაიტანა. 595-ჯერ მიზანს საჯარიმოში განხორციელებული დარტყმით მიაღწია, 105-ჯერ საჯარიმოს გარედან, 113-ჯერ პენალტით, ხოლო 55-ჯერ საჯარიმო დარტყმით.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პირველად თავი 17 წლის წინ, 2002 წლის 7 ოქტომბერს, „სპორტინგის“ მაისურით „მორეირენსესთან“ გამოიჩინა. ხსენებულ პერიოდში 153 სხვადასხვა მეტოქე დაამწუხრა, ყველაზე მეტი გოლი კი, „სევილიას“ კარში აქვს გატანილი - 27. ცნობისთვის, 700 გოლის გატანას კრიშტიანუმ 974 თამაში მოანდომა, ხოლო 54-ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ფეხბურთის ისტორიაში რონალდუ მეექვსე მოთამაშეა, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე 700 გოლიან ნიშნულს მიაღწია. მანამდე იგივე ჯოზეფ ბიცანს, პელეს, რომარიოს, ფერენც პუშკაშსა და გერდ მიულერს მოეხერხებინათ.

0.129807