ფეხბურთი

1:10 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: "შეტევაში აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, ეს კომპონენტი გამოსასწორებელია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილი იახლა. ქართველი შემტევის განცხადებით, შეტევაში უფრო მეტი აგრესიით თამაშია საჭირო და საგოლე მომენტებიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

ყაზაიშვილის თქმით, ყველა ფეხბურთელის სურვილია, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ.

„გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი, ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს“, - ციტირებს ყაზაიშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიბრალტარი - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.120822