ფეხბურთი

19:33 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" კავანის დამატებას იანვარში გეგმავს

მადრიდის „ატლეტიკო“ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის ეპატიჟება. As-ის ცნობით, ურუგვაელმა თავდამსხმელმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რომელიც 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

შესაბამისად, კავანის პარიზიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ რეალური იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაშ პსჟ-ს მასთან შელევა უფასოდ მოუწევს.

„როხიბლანკო“ სწორედ ამ გარემოებით აპირებს სარგებლობას და „მატადორის“ სათამაშო სტილი დიეგო სიმეონეს მისი გუნდისთვის იდეალურად მიაჩნია.

მადრიდელები 32 წლის ფეხბურთელის ალტერნატივად „ვალენსიას“ ფორვარდ როდრიგოს განიხილავენ, ხოლო კავანის „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟება.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი, 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111707