ფრანგულ „ლიონს“ ამიერიდან რუდი გარსია გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია „ლომების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კონტრაქტი პირობები არ გახმაურებულა.
გარსიამ სილვინიო შეცვალა, რომელიც კლუბიდან წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ფრანგმა სპეციალისტმა სახელი „ლილში“ მუშაობით გაითქვა, შემდეგ „რომას“ ავარჯიშებდა, ხოლო ბოლოს მარსელის „ოლიმპიკში“ მოღვაწეობდა.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია, რადგან მე-18 პოზიციაზე მყოფ „ტულუზასაც“ 9 ქულა აქვს.