15 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა კოკო გოუფმა WTA-ის ლინცის ტურნირი მოიგო. ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც WTA-ის ტიტული დაისაკუთრა.
ფინალში თინეიჯერმა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო 6:3, 1:6, 6:2 დაამარცხა.
გოუფი ტურნირის ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოხვდა, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპზე ის დამარცხდა. მან ეს შანსი გამოიყენა და ფინალამდე მხოლოდ ერთი სეტი ჰქონდა წაგებული.
აქამდე WTA-ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ნიკოლ ვაიდიშოვა ითვლებოდა, რომელიც ასევე 15 წლის იყო 2004 წელს, როდესაც ტაშკენტში იმარჯვა, მაგრამ ის გოუფზე რამდენიმე თვით უფროსი გახლდათ.