კალათბურთი

22:05 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 14 ქულით "ბასკონია" წაგებას ვერ გადაურჩა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ბილბაოსთან“ დამარცხდა და ვითარება გაიუარესა. ვიტორიელებს 4 ტურში უკვე 3 წაგება აქვთ და ბუნებრივია, მდგომარეობის სწრაფად გამოსწორება მართებთ.

დღევანდელი დაპირისპირება კი, დაძაბული გამოდგა და განსაკუთრებული უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია, თუმცა „ბილბაო“ უკეთ გაისარჯა და საბოლოოდ 79:75 იმარჯვა.

შენგელიამ პარკეტზე 29:31 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ჯარიმა ჩააგდო. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა. მეტ ჯენინგმა კი, 26 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიას“ 4 ტურის თავზე 1 მოგება და 3 წაგება აქვს, რაც მე-14 ადგილისთვისაა საკმარისი. მომდევნო მატჩს კი 20 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ გამართავს.

0.11604