ფეხბურთი

22:48 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „იტალიის ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ცოტა დაცდაა საჭირო“

საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ (2:0), იტალიის ეროვნული გუნდი, ბელგიის შემდეგ მეორე ნაკრები გახდა, ვინც ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. ბელგიელების არ იყოს, J ჯგუფში „სკუადრა აძურას“ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. 7თამაშიდან 7 გამარჯვება და მაქსიმალური 21 ქულა.

იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, აღფრთოვანებულია თავისი შეგირდებით და ამბობს, რომ ცოტა მოცდაა საჭირო, სანამ ისინი ბოლომდე გაიხსნებიან.

„ყოველთვის მჯეროდა რომ იტალიაში ნიჭიერი ფებურთელები იზრდებოდნენ. ალბათ ცოტა მოცდაა საჭირო, სანამ ბოლომდე გაიხსნებიან.

ხანდახან რთული სიტუაციებიც არსებობს ხოლმე, მაგალითად, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იტალია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებს ზრდის.

ამიტომაც დავთანხმდი ნაკრების მთავარ მწვრთნელობას და ამიტომაც ვინარჩუნებ პოზიტივს. მიხარია, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან.“ - უთხრა მანჩინიმ Football Italia-ს.

0.117005