საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ირაკლი ჩიქოვანი საუკეთესო იყო ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე რუმინული კლუბის კონსტანცას შემადგენლობაში - ჩიქოვანმა 2 მატჩში 9 გოლი გაუტანა უნგრეთის ჩურგოის, ჯამური ანგარიში 43-43 იყო და უნგრული კლუბი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
კონსტანცამ პირველი მატჩი შინ 22-24 წააგო. ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა და მეორე შეხვედრაშიც გუნდის ლიდერი იყო. თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე სწორედ ირაკლიმ გაიტანა ბოლო გოლი, რომლის შემდეგაც კონსტანცა საჭირო ანგარიშით იგებდა (21-18), მაგრამ მასპინძლებმა ზედ ბოლო წამზე უპასუხეს - 19-21 და შემდეგ წრეში ჩურგოი გავიდა.
დაბოლოება: https://www.facebook.com/watch/?v=512874676161305
ჩიქოვანის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/2755556171150672/
ჩურგოი - კონსტანცა, თამაში: https://www.ehftv.com/int/video/csurgoi-kk-hc-dobrogea-sud-constanta/1751017
ჩიქოვანმა EHF თასის 4 მატში 16 გოლი გაიტანა. ქართველი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია რუმინეთის ჩემპიონატშიც (7 მატჩში 32 გოლი), თუმცა, შარშანდელ ფინალისტს, კონსტანცას, რომელიც ამ სეზონში რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მხოლოდ 1 მოგება და 1 ფრე აქვს და ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.
ხელბურთი. რუმინეთი, ეროვნული ლიგა. 7 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1.დინამო ბუკურეშტი 21, 2. ბაია მარე 19, 3. პოტაისა ტურდა 16, 4. სტიაუა 13, 5. ფოჩანი 13, 6. კელერაში 10, 7. ბაკეუ 10, 8. ვასლუი 9 (6 თამაშიდან), 9. CSM ბუკურეშტი 8, 10. ტიმიშოარა 5 (6), 11. კონსტანცა 4, 12. ბუზაუ 4, 13. ფეგერაში 4, 14. რეშიცა 1 (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)