კალათბურთი

20:27 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი თამაში ესპანეთის ჩემპიონატში: 20 ქულა 22 წუთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:67 აჯობა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლო პერიოდის წინ „გრან კანარიას“ უპირატესობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა მოწინააღმდეგე დაჯაბნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

ბურჯანაძეს კი, ყოფილის გუნდის წინააღმდეგ ჩინებული მატჩი ჰქონდა, 21:256 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს MVP-ის ტიტულამდე მცირედი დააკლდა, რადგან მატჩის საუკეთესო მოთამაშე მისივე თანაგუნდელი მეთიუ კასტელო გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა. მოპოვებული ქულების რაოდენობით კი (20) ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

„გრან კანარიას“ 4 ტურში 2 მოგების წილ ამდნივე წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, სტუმრად „ბარსელონასთან“ გამართავს.

0.11971