ფეხბურთი

12:23 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი ვაიო კარიერას ასრულებს

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი მარკო დი ვაიო MLS-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდ ფეხბურთს დატოვებს.

ამის შესახებ 38 წლის “მონრეალ იმპაკტის” ფორვარდმა უეფას ოფიციალურ საიტს თავად განუცხადა:

“ვამაყობ იმით, რასაც პროფესიონალურ ფეხბურთში გატარებულ 20 წელიწადში მივაღწიე. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ უმაღლეს დონეზე მეთამაშა და ახლა ვეცდები რაც შეიძლება კარგად ჩავატარო ჩემი კარიერის უკანასკნელი თვე”.

დი ვაიომ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 342 მატჩში 142 გოლი გაიტანა. სამშობლოში ის “ლაციოს”, “ბარის”, “სალერნიტანას”, “პარმას”, “იუვენტუსის”, “ჯენოასა” და “ბოლონიას” ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, ის ესპანეთში “ვალენსიაში”, ხოლო საფრანგეთში “მონაკოში” თამაშობდა.

2012 წლიდან მან კანადურ “მონრეალ იმპაკტს” მიაშურა და 72 მატჩში 31 გოლი გაიტანა. MLS-ის მიმდინარე სეზონი დეკემბერში სრულდება და წლის ბოლოს დი ვაიო დიდ ფეხბურთს დაემშვიდობება. მას იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით 14 თამაში აქვს ჩატარებული (2 გოლი).


0.122537