სხვა

15:50 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილის ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

9 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ყაზახეთის ქალაქ ალმათიში " ჩელენჯერის" სერიის ფარგლებში, ცნობილი ყაზახი მოციგურავის, დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც ვაჟთა ერთეულების კატეგორიაში ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ასპარეზობდა.

ახალ სეზონზე ყვითელაშვილმა უკვე მეორედ წარმოადგინა თავისი მოკლე და თავისუფალი პროგრამები და ქულათა საერთო ჯამით, რომელმაც 244,98 შეადგინა პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ჩვენებურმა მეორე ადგილზე გასულ რუს მაკარ იგნატოვს 30 ქულით აჯობა, მესამე პოზიციაზე კი ესტონელი დანიელ ალბერტ ნაურიცი გავიდა.

"დენის ტენის მემორიალზე" 17 ქვეყნის 63 მოციგურავე მონაწილობდა.

0.114625