ფეხბურთი

17:45 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" პიანიჩს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც Calciomercato იუწყება, ტურინელები შეეცდებიან ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ და ამის მეშვეობით სხვა კლუბების აქტიურბა გაანეიტრალონ.

პიანიჩის დამატება რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს სურს. მირალემს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ნახევარმცველი "იუვენტუსში" "რომადან" 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.068798