ფეხბურთი

15:27 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლარსონი იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა

აიკ-ის ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა. 34 წლის ფეხბურთელმა მალტასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნაკრებში 116 შეხვედრა დაუგროვდა.

ლარსონმა შვედეთის ნაკრებში პირველად 2007 წელს გამოიძახეს, თუმცა მოედანზე ეროვნული გუნდის მაისურით 2008 წელს თურქეთის წინააღმდეგ გავიდა. 116 მატჩში ლარსონმა ექვსი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი ყველაზე მეტი შეხვედრა ანდერს სვენსონს (146) აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114941