ფეხბურთი

14:54 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე: "ლევანდოვსკი ჩემზე ათჯერ უკეთესი თავდამსხმელია"

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკი მასზე საუკეთესო ფორვარდია.

"შეიძლება ლევანდოვსკი სათამაშო სტილით მგავს, მაგრამ ჩემზე ათჯერ საუკეთესო თავდამსხმელია. ესაა შემტევი, რომელმაც ყველაფერი იცის. იცის თუ როგორ შეუტიოს ორივე ფეხით, ითამაშოს მეორე სართულზე და კონტაქტშიც ძლიერია." - განუცხადა Bild-ს მიროსლავმა.

კლოზე "ბაიერნში" 2007-2011 წლებში თამაშობდა, ამჟამად კი კლუბის 17-წლამდელთა გუნდის თავკაცია. ლევანდოვსკიმ კი მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 15 გოლი გაიტანა. გერმანიის სუპერთასზე ჩატარებული სეზონის პირველი მატჩის შემდეგ კი პოლონელმა ყველა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126045