ფეხბურთი

23:45 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "ვდომინირებდით, მაგრამ გოლი დაგვაკლდა"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ გამარჯვებისთვის გოლი დააკლდა.

„ვფიქრობ, ნორმალური თამაში ჩავატარეთ, ვდომინირებდით მთელი თამაშის განმავლობაში და რაც დაგვაკლდა, ეს იყო გოლი. გამარჯვებისთვის გოლის გატანაა საჭირო და სწორედ ეს დაგვაკლდა. გიბრალტართან შეხვედრას რაც შეეხება, სუსტი მეტოქე რა თქმა უნდა არის, მაგრამ დღეს სტუმრად თამაში ადვილი არაა, ბევრი უნდა ვიფრინოთ, თუმცა ფავორიტები ვართ და სამი ქულის მოპოვება მოგვეთხოვება“, - განაცხადა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ჩაატარებს.

0.123414