საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ ირლანდიასთან (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი დრო რომ ეთამაშა, თავს უკეთ წარმოაჩენდა.
„ვფიქრობ, ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, ალბათ, უფრო კარგად წარმოვაჩენდი საკუთარ თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებ დღევანდელ თამაშს და ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, გიბრალტართან უფრო მეტი შანსი მომეცემა“, - თქვა ლობჯანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ჩაატარებს.