საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ირლანდიასთან ნატამჩევს კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შეხვედრას აკონტროლებდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნეს.
„დღეს ალბათ კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე წლის წინ მსგავს მატჩებს ვაგებდით, მთლიანად თამაშს ვაკონტროლებდით, ბურთის ფლობა ჩვენ გვქონდა, მეტოქის ნახევარზეც ხშირად გვქონდა ბურთი. სამწუხაროდ მომენტები ვერ შევქმენით, მოსაგებად ვთამაშობდით, ბოლო წუთებზეც ვუტევდით, მაგრამ მთავარი დაგვაკლდა. ინდივიდუალურადაც უფრო მეტი უნდა შეგვექმნა. უნდა ვთქვათ, რომ დაცვით ფაზაში ბოლო ორი თამაში ძალიან სოლიდურად ჩავატარეთ, რაც პოზიტივია.
ვფიქრობ, მთლიანად პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილი, რადგან მარტში უმნიშვნელოვანესი მატჩები გველოდება. მართალია ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ, მაგრამ დღეს უკეთესად ვითამაშეთ“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტარში ჩაატარებს.